Accentnews.ge
დავით უსუფაშვილი – "ოცნებას": სწორედ თქვენი პოლიტიკაა იმის მიზეზი, რომ კანონის მიზანს ყველა ცალსახად ხედავს

დავით უსუფაშვილი – "ოცნებას": სწორედ თქვენი პოლიტიკაა იმის მიზეზი, რომ კანონის მიზანს ყველა ცალსახად ხედავს

15/04/2024 15:01:13 პოლიტიკა

„ლელოს“ წევრი დეპუტატი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ მთელი დემოკრატიული სამყარო კარგად არის გარკვეული იმაში, თუ „რა გზას ადგას“ საქართველოს მთავრობა.

"ეს კანონპროექტი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს უპრეცედენტოდ ხანგრძლივი სხდომაც ნიშნავს, რომ რაღაცაშია საქმე. ხომ არ თვლით, რომ თქვენი მცდელობა, თავისუფალი სამყაროსთვის ფუჭი მცდელობაა? ხომ არ თვლით, რომ სწორედ თქვენი პოლიტიკაა მიზეზი იმისა, რომ კანონის მიზეზსა და მიზანს ყველა ცალსახად ხედავს? მიზეზი ის არის, რომ გარედან ნერვებს გიშლიან - ხან რაზე მიგითითებენ და ხან რაზე, რეკომენდაციებს გაძლევენ, ნაბიჯების გადადგმას გთხოვენ. მიზანი ამ კანონის და ამოცანა არის ის, რომ გაწყვიტოთ ყველა შესაძლო ხაზი იმისა, რომ ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი ორგანიზაციები არსებობდნენ. ნუ გიკვირთ, რომ მთელი დემოკრატიული სამყარო კარგად არის გარკვეული იმაში, თუ რა გზას ადგახართ“, - მიმართა დავით უსუფაშვილმა "ოცნებას".

ცნობისთვის: ამ წუთებში კანონპროექტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განხილვის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია იმართება.

პარლამენტმა "აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვა დღეიდან დაიწყო. კომიტეტის სხდომაზე პერიოდულად ხმაურია.

„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S