Accentnews.ge
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატების გაძევება გრძელდება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატების გაძევება გრძელდება

15/04/2024 16:27:58 პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატების გაძევება გრძელდება. ამჯერად კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზიდან ოპოზიციონერი დეპუტატები – ანა ნაცვლიშვილი და თამარ კორძაია გააძევა.

"პროვოკაციისთვის ხართ შემოსულები, დატოვეთ დარბაზი", მიმართა ოხანაშვილმა დეპუტატებს.

მანამდე, მან დარბაზი დაატოვებინა შვიდ ოპოზიციონერ დეპუტატს.

პარლამენტმა "აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვა დღეიდან დაიწყო. კომიტეტის სხდომაზე პერიოდულად ხმაურია.

განხილვის პარალელურად, აქცია მიმდინარეობს.

„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S