Accentnews.ge
დეპუტატები პარლამენტის შენობას სავარაუდოდ, ტოვებენ

დეპუტატები პარლამენტის შენობას სავარაუდოდ, ტოვებენ

15/04/2024 18:28:12 პოლიტიკა

მას შემდეგ, რაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა "აგენტების" შესახებ კანონპროექტს, პარლამენტის შენობნას სავარაუდოდ, დეპუტატები ტოვებენ. მათთვის დერეფანი პოლიციელებს აქვთ გახსნილი და დემონსტრანტებს პარლამენტის შესასვლელისკენ მოძრაობის საშუალებას არ აძლევენ.

დემონსტრანტებმა ავტომანქანები, რომლებიც პოლიციელების კორდონის გავლით ტოვებენ რუსთაველს და რომელშიც სავარაუდოდ, დეპუტატები სხედან, დემონსტრანტებმა შეძახილებით, "რუსები!" გააცილეს.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეები "აგენტების" შესახებ კანონის წინააღმდეგ გამოვიდნენ საპროტესტოდ, რომელიც მმართველმა გუნდმა, მიუხედავად დაპირებისა, კვლავ წარადგინა პარლამენტში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S