Accentnews.ge
საქართველოს ხელისუფლების პირველი პატრიარქს პირები აღსაყდრების 42–ე წლისთავს ულოცავენ

საქართველოს ხელისუფლების პირველი პატრიარქს პირები აღსაყდრების 42–ე წლისთავს ულოცავენ

25/12/2019 11:08:52 საზოგადოება

საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორეს აღსაყდრების 42–ე წლისთავს ულოცავენ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი:

"მოგესალმებით ყველას და გილოცავთ დღევანდელ დღეს. ვულოცავ ჩვენს საყვარელ პატრიარქს, მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავს. მოგეხსენებათ, როგორი რთული იყო ეს 42 წელი, როგორი განსაცდელი ჰქონდა ჩვენს ქვეყანას, თუნდაც რამდენიმე წლის წინ. 42 წლის განმავლობაში უამრავი გამოწვევა და განსაცდელი გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ. უდიდესია ჩვენი დედაეკლესიის წვლილი და მისი უწმინდესობის, პატრიარქის წვლილი იმ დაბნეულობის დროს, როდესაც აბსოლუტურად საჭიროებდა ერი სწორებას. ძალიან ხშირად ყველაზე დიდი საყრდენი და სწორებაც სწორედ ეკლესია და მისი უწმინდესობა გახლდათ. დღესაც, მოგეხსენებათ, რომ რთულია ჩვენი ყოფითი თუ სულიერი ცხოვრება და ამას ყველაფერს სჭირდება ძალიან ორგანიზებული და გააზრებული მართვა. როგორც სახელმწიფო, ისე ეკლესია თავის ფუნქციებს ძალიან გააზრებულად და მომართულად ასრულებენ, რათა ჩვენ ყველა გამოწვევა გადავლახოთ და ჩვენი ქვეყანა გამარჯვებისკენ წავიყვანოთ. ბედნიერია ჩვენი ქვეყანა, რომ ასეთი სულიერი მამა ჰყავს. ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ვუსურვოთ ჩვენს საყვარელ პატრიარქს“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე:

„პატრიარქის აღსაყდრებიდან 42 წელი გავიდა, დიდი ღვაწლი, სამსახური ერისა და ღვთის წინაშე სახეზეა, ეკლესია-მონასტრების აღდგენა, რწმენაში დაბრუნება, ქართული ტრადიციებისა და კულტურის მხარდაჭერა, უძველესი ქართული საგალობლების აღდგენა. ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულის დაბრუნება საქართველოში და სხვა ბევრი საქმე, რაც ამ 42 წლის განმავლობაში საქართველოს პატრიარქმა გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის და თავისი ხალხისთვის. მინდა, მივულოცო მას, ვუსურვო დღეგრძელობა და მთელ ქვეყანას მინდა, მივულოცო ეს ღირსშესანიშნავი დღე“.

პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია:

"„დღეს საქართველო და სრულიად მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს ჩვენი უწმინდესის, ჩვენი პატრიარქის აღსაყდრების 42 წელს. 42 წლის წინ აი ამ ტაძარში, სვეტიცხოველში, როდესაც მოხდა ინტრონიზაცია პატრიარქის, მას შემდეგ ყველა წელი იყო უმძიმესი და მისი უწმინდესობის მწყემსობით ქვეყანა მოვიდა დღემდე გამარჯვებული. ჩვენ შეუძლებელია, გადავაფასოთ პატრიარქის ღვაწლი ქვეყნის წინაშე, შეუძლებელია, შევაფასოთ მისი ღვაწლი ეკლესიების მშენებლობაში, შეუძლებელია, შევაფასოთ მისი ღვაწლი საგანმანათლებლო მიმართულებით და შეუძლებელია, შევაფასოთ მისი ღვაწლი ქვეყანაში სიმშვიდის და მშვიდობის, რაც მთავარია, შენარჩუნების საქმეში. პატრიარქი არის ჩვენი მწყემსი და, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის სახელით ვულოცავ მას ამ დიდ დღესასწაულს, ვულოცავ სრულიად საქართველოს, სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროს. ვუსურვებ მას ჯანმრთელობას".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S