Accentnews.ge
სრულიად საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე გახდა

სრულიად საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე გახდა

25/12/2019 12:52:35 საზოგადოება

სრულიად საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე გახდა. მუსლიმთა საბჭოს 19 წევრიდან მას 13-მა დაუჭირა მხარი.

სულ სამი კანდიდატი იყო წარდგენილი. ადამ შანთაძე ხუთი წლის ვადით აირჩიეს. ადამ შანთაძე ყოფილი მუფთის, ბეგლარ ქამაშიძის მოადგილე იყო.

ახალი მუფთის არჩევის შემდეგ სამუფთო პროტესტის ნიშნად ოთხმა თანამშრომელმა დატოვა - მუფთის მრჩეველმა თემურ გორგაძემ, პრეს-სამსახურის უფროსმა ოთარ ნადირაძემ, სამუფთოს გამომცემლობის ხელმძღვანელმა გელა გოგიტიძემ, განათლებისა და ფეტვის განყოფილების უფროსმა რეზო მიქელაძემ.

მუფთის უკვე ყოფილმა მრჩეველმა და განათლების განყოფილების ყოფილმა უფროსმა რეზო მიქელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ ადამ შანთაძე დანიშნულია სუს-ის მიერ და ის ვერ გამოხატავს მუსლიმთა ინტერესებს. მათი თქმით, სწორედ ამან განაპირობა მათი პროტესტი.

"რა თქმა უნდა, არის სუს–ის დანიშნული, თვენახევრის წინ უნდა ჩატარებულიყო მუფთის არჩევნები, ამ პერიოდის განმავლობაში სუსი ეძებდა სასურველ კანდიდატს, წუხელ ღამის პირველ საათზე დაურეკეს მუსლიმთა საბჭოს წევრებს, თავად მუფთმაც წუხელ გაიგო, რომ მუფთად აირჩევდნენ, სუს-ის მიერ დაფუძნებულია ეს ორგანიზაცია და ის მართავს" - აცხადებსს თემურ გორგაძე.

ბრალდებას უარყოფენ როგორც ყოფილი, ასევე ახალადარჩეული მუფთები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S