Accentnews.ge
რუსეთში ბიზნესმენმა სოფელი აუქციონზე გაიტანა: "მყიდველს შეუძლია, მოსახლეობას რაც გაუხარდება ის უქნას“

რუსეთში ბიზნესმენმა სოფელი აუქციონზე გაიტანა: "მყიდველს შეუძლია, მოსახლეობას რაც გაუხარდება ის უქნას“

25/12/2019 13:32:16 მსოფლიო

რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში ბიზნესმენმა თავი იდრისნსკის რაიონის სოფელ ვასილიევკას მეპატრონედ გამოაცხადა და იგი მაცხოვრებლებთან ერთად აუქციონზე გასაყიდად გაიტანა.

როგორც მეწარმეს განცხადებაშია მითითებული, მყიდველს შეუძლია, მოსახლეობას „რაც გაუხარდება ის უქნას“, მათ შორის – გაასახლოს.

რუსული მედიის ცნობით, 44 სახლსა და მეცხოველეობის კომპლექსში ბიზნესმენი 20 მლნ რუბლს ითხოვს.

როგორც ირკვევა, 1980–იან წლებში სახელმწიფომ სოფელ ვასილიევკას ასაღორძიენებლად თანხა გამოჰყო და შესაბამისი სამუშაოები ერთ–ერთ სამშენებლო კომბინატს დააკისრა. მოგვიანებით საწარმოს ხელმძღვანელობამ სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის წარმოებისთვის უვადო სარგებლობაში მიიღო მიწები. კიდევ მოგვიანებით კი გაუგებარ ვითარებაში მთელი სოფლის მფლობელი გახდა.

მას შემდეგ, რაც სოფლის გაყიდვის შესახებ განცხადება მსხვილ ინტერნეტ–სერვისზე გამოქვეყნდა სოფლის მაცხოვრებლები შეშფოთდნენ და კრება ჩაატარეს. როგორც ამ შეკრებაზე აღინიშნა, ასეთს ისინი ნამდვილად არ ელოდნენ, თორემ ხარკს ბიზნესმენს წლების განმავლობაში უხდიდნენ წყლისა და თივის შეგროვებისათვის. რაც მთავარია, მოსახლეობას პრობლემები აქვს საცხოვრისების პრივატიზებასთან დაკავშირებით და საკუთარი უფლებები იურიდიულად მხოლოდ 15 ადგილობრივს აქვს გამყარებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S