Accentnews.ge
თბილისში საახალწლო ნაძვის ხე აანთეს

თბილისში საახალწლო ნაძვის ხე აანთეს

25/12/2019 16:57:31 საზოგადოება

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო. მანამდე საზეიმო წარმოდგენა გაიმართა, რომელსაც თბილისის მერი კახა კალაძე ოჯახთან ერთად ესწრებოდა.

„ულამაზესია. მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ მსგავსება ყოფილიყო ნატურალურ ნაძვის ხესთან", - თქვა კალაძემ.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, მართლა მილიონი ღირდა და მილანიდან ჩამოიტანეთ? კალაძე პასუხობს: „ეჭვი გეპარებათ?! ...ზოგადად ტრენდია მსოფლიოში, თქვენ თუ დააკვირდებით, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მაქსიმალური მსგავსება იყოს ნატურალურ ნაძვის ხეებთან. მომავალ წლისთვის ვეცდებით, რომ ნატურალური ნაძვის ხე ჩამოვიტანოთ ნორვეგიიდან".

ცნობისთვის: თბილისის მერიამ საახალწლო ნაძვის ხესა და განათებებში 2.8 მლნ ლარი დახარჯა.

მერიამ იტალიურ კომპანია IDO SRL-ს ქუჩების გასანათებელ მოწყობილობებსა და ელექტრონათურებში 1 250 000 ლარს გადაუხადა, 4 55 000 ლარი – სხვა განათებებსა და ნათურებში, ხოლო ნაძვის ხეში – 305 000 ევროს (დღევანდელი კურსით დაახლოებით 998 000 ლარი).

IDO SRL იტალიური კომპანიაა და ერთადერთია, რომელიც ტენდერებში მონაწილეობდა.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, ნაძვისხის სიმაღლე 25 მეტრია, 33 000 ცალი ნაძვისხის მწვანე ტოტითა და LED განათებებით არის გაფორმებული. შეკვეთილი ნაძვის ხისა და სხვა საახალწლო ილუმინაციების დამზადების ბოლო ეტაპის გასაცნობად იტალიაში დედაქალაქის მერი კახა კალაძეც იმყოფებოდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის თანახმად, 2019 წლის საახალწლო და საშობაო ღონისძიებებზე საქართველოს 5-მა თვითმმართველმა ქალაქმა, თბილისმა, ბათუმმა, ქუთაისმა, რუსთავმა და ფოთმა, ჯამში, დაახლოებით 6.5 მილიონი ლარი დახარჯა ბიუჯეტიდან. ამ თანხის 82% თბილისზე მოდიოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S