Accentnews.ge
უკრაინამ რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი აკრძალა

უკრაინამ რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი აკრძალა

25/12/2019 20:44:02 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის აკრძალვის კანონს ხელი მოაწერა.

ქვეყნის პრეზიდენტის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, მთავრობას უფლება აქვს, გააუქმოს აკრძალვა, რომ უკრაინის გაერთიანებულ ენერგოსისტემაში თავიდან იქნას აცილებული საგანგებო მდგომარეობა.

2015 წელს უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთიდან ელექტროენერგიის შეძენა შეწყვიტა. იმპორტი განახლდა მხოლოდ მიმდინარე წლის სექტემბერში, მას შემდეგ, რაც რადამ დაუშვა შესყიდვები რუსეთიდან და ბელარუსიდან ორმხრივი ხელშეკრულებებით. ამის შემდეგ „ნაფტოგაზ უკრაინამ“ „ბელენერგოდან“ იმპორტი დაიწყო გრძელვადიანი კონტრაქტით.

4 დეკემბერს რადამ მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს რუსეთიდან ელექტროენერგიის შემოტანას ორმხრივი ხელშეკრულებებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S