ისრაელზე სარაკეტო იერიშმა პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ჩაშალა
26/12/2019 06:04:24 მსოფლიო
ისრაელზე სარაკეტო იერიშმა პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ჩაშალა. სარაკეტო თავდასხმა ღაზას სექტორიდან ქალაქ აშკელონზე განხორციელდა.
შემთხვევის დროს ქალაქში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოდიოდა. ის დაცვის წევრებმა დროებით თავშესაფარში გადაიყვანეს.
ღაზას სექტორიდან წამოსული რაკეტა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სამსახურმა გააუვნებელჰყო.


