Accentnews.ge
ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის ინიციატივით შექმნილ სამუშაო ჯგუფს გიორგი კეკელიძე უხელმძღვანელებს

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის ინიციატივით შექმნილ სამუშაო ჯგუფს გიორგი კეკელიძე უხელმძღვანელებს

26/12/2019 07:35:50 საზოგადოება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში უკანონო პატიმრობაში მყოფ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.

"ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის ინიციატივით, საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შეიქმნება მუშა-ჯგუფი, რომელსაც კოორდინაციას მე გავუწევ. ჯგუფში მხოლოდ ოჯახის ნდობით აღჭურვილი საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები და საზოგადოების აქტიური წევრები იქნებიან გაერთიანებული. ახლა საჭიროა ლოზუნგებისგან და პოპულიზმისგან დაცლილი ფრთხილი და ზუსტი მუშაობა, ცხადია, სახელმწიფოებრივი ინტერესის დაცვით – ერთი მხრივ, ეს იქნება მუდმივი და კოორდინირებული კავშირი საზოგადოებასთან, სახელმწიფო ინსტიტუციებთან, დიმპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან (რომელთა უმრავლესობაც ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალური პარტნიორია), ბიზნეს-ჯგუფებთან კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად, მეორე მხრივ, გაიმართება სიმბოლური აქციები, რომელიც ყოველდღიურად შეგვახსენებს ამ საკითხის მნიშვნელობას და აქტუალურობას", — წერს გიორგი კეკელიძე

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S