Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე უნგრეთში გამგზავრებას გეგმავს

ირაკლი კობახიძე უნგრეთში გამგზავრებას გეგმავს

22/04/2024 07:30:43 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთში გამგზავრებას გეგმავს. შესაბამისი ბრძანება მან უკვე გამოსცა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პრემიერ-მინისტრი უნგრეთში კონფერენციაზე დასასწრებად (24-25 აპრილს) ჩავა და ეს არ არის ოფიციალური ვიზიტი.

კობახიძესთან ერთად დელეგაციაში არის, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრი უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციას დაესწრება.

25 და 26 აპრილს, უნგრეთი მესამედ უმასპინძლებს CPAC Hungary-ს, ყველაზე დიდ კონსერვატორთა შეკრებას უნგრეთში. კონფერენციაზე მსოფლიოს კონსერვატიული ლიდერები, მოაზროვნეები და გავლენიანები შეიკრიბებიან, მათ შორის ამერიკელ სენატორი მარკვეინ მალინი და კონგრესმენები: ენდი ჰარისი და კეიტ სელფი. კონფერენციაზე მთავარი მომხსენებელია უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.

ირაკლი კობახიძე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ვიზიტით ბოლოს 2023 წლის დეკემბერში ჯერ კიდევ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის რანგში იმყოფებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S