Accentnews.ge
შალვა პაპუაშვილი: ქორწინებისთვის დასაშვები ასაკი –18 წელი კონსტიტუციაში ჩაიწერება

შალვა პაპუაშვილი: ქორწინებისთვის დასაშვები ასაკი –18 წელი კონსტიტუციაში ჩაიწერება

22/04/2024 08:24:02 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქორწინებისთვის დასაშვები ასაკი, 18 წელი, კონსტიტუციაში ჩაიწერება. ამის შესახებ მან ქუთაისში ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის მიმდინარეობისას განაცხადა.

"მყარდება კონსტიტუციურად საქორწინო ასაკიც, 18 წელი. სხვადასხვა დროს, ეს ასაკიც იცვლებოდა ხოლმე და ესეც კონსტიტუციურად გამყარებული ასაკი იქნება", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S