Accentnews.ge
პრემიერი –  "დინამოს" მიერ "აგენტების" კანონპროექტის საწინააღმდეგო განცხადებაზე: "როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაში თბილისის "დინამოს" მფლობელი"

პრემიერი –  "დინამოს" მიერ "აგენტების" კანონპროექტის საწინააღმდეგო განცხადებაზე: "როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაში თბილისის "დინამოს" მფლობელი"

22/04/2024 10:23:28 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობას აკრიტიკებს.

"ცოტა ხნის წინ, ამ ადამიანებს, ვინც დღეს არის თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობაში, უნდოდათ ჩვენი ისტორიული დინამოს ბაზის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა. ეს არის დამოკიდებულება, რაც არის იმ პოლიტიკის გამოვლინება, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას. ეს ადამიანები თბილისის "დინამოს" სახელით ავრცელებენ პოლიტიკურ განცხადებებს. რამდენიმე დღის წინაც, რა შუაშია თბილისის "დინამო", გაავრცელეს პოლიტიკური განცხადება და გააპროტესტეს "გამჭვირვალობის შესახებ" კანონი. როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა, როგორც ჩანს, პოლიტიკაში თბილისის "დინამოს" მფლობელი", – განაცხადა კობახიძემ.

მანამდე, მან ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდზე და სპორტში მიღწეული დღევანდელი წარმატებები „თანმიმდევრულ პოლიტიკას” დაუკავშირა:

"ჩვენ გვაქვს სპორტის ყველა ძირითად გუნდურ სახეობაში უდიდესი წარმატებები. 30 წლის თავზე, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ჩვენმა ნაკრებმა მოახერხეს პირველად ისტორიაში უმნიშვნელოვანესი წარმატების მიღწევა. ფეხბურთელები პირველად გავიდნენ, როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენმა რაგბისტებმა პირველად შეძლეს 6 ერის გუნდების დამარცხება. კალათბურთელები პირველად გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც 16 მსოფლიოს საუკეთესო გუნდს შორის დაიკავეს ადგილი. წყალბურთელები გადიან ევროპის ჩემპიონატებზე, გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ ზედიზედ 2-ჯერ. ჩვენი ხელბურთელები გავიდნენ პირველად ევროპის ჩემპიონატზე, სადაც პირველი ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვეს და ინდივიდუალურ სახეობებში გვაქვს უდიდესი პროგრესი. მედლების რაოდენობა არის გაორმაგებული, გასამმაგებული, ბოლო წლების განმავლობაში, რაც არის, რა თქმა უნდა, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი. ასეთი წარმატებები ჩვენ არ გვქონდა იმ ცნობილი 9 წლის განმავლობაში, როდესაც ხელისუფლების სათავეში იყო ჩვენი დღევანდელი ოპოზიცია. 90-იან წლებთან შედარებითაც კი, მაშინ სპორტი იყო უფრო წარუმატებელი".

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S