Accentnews.ge
მოსკოვში რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააკავეს

მოსკოვში რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააკავეს

26/12/2019 11:12:04 მსოფლიო

მოსკოვში რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააკავეს. რუსი ოპოზიციონერის დაკავება მის მიერ დაფუძნებული „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ ოფისის ჩხრეკვის დროს განხორციელდა.

„კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ ოფისის ხელმძღვანელის განცხადებით, რეიდის დროს შენობაში 40-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

ბოლო სამ თვეში ეს ფონდის ჩხრეკის უკვე მეორე შემთხვევა. რუსული მედიის ინფორმაციით, საქმე ეხება ფონდის დაფინანსებას. შემოდგომაზე ჩხრეკა ჩატარდა ფონდის უკლებლივ ყველა ოფისში, მათ შორის, რეგიონებშიც. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავები ნავალნის ფულის გათეთრებას ედავებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S