Accentnews.ge
ყაზახეთში ავიაკატასტროფას 15 ადამიანი ემსხვერპლა

ყაზახეთში ავიაკატასტროფას 15 ადამიანი ემსხვერპლა

27/12/2019 06:03:31 მსოფლიო

ყაზახეთში ავიაკატასტროფის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის 6 ბავშვია. გადარჩენილები ჰოსპიტალიზებულები არიან.

ავიაკომპანია „ბეკ ეარის“ თვითმფრინავმა, რომლიც რეისს ალმათიდან დედაქალაქ ნურსულთანისკენ ასრულებდა, ალმათის აეროპორტიდან აფრენის დროს სიმაღლე დაკარგა და შენობას შეეჯახა. ბორტზე სულ 100 ადამიანი იმყოფებოდა – ეკიპაჟის ხუთი წევრი და 95 მგზავრი.

ავიაკატასტროფის მიზეზებს სპეციალური კომისია გამოიძიებს. ყაზახეთის ინდუსტრიის მინისტრის განცხადებით, თვითმფრინავების ტიპი, რომელმაც კატასტროფა განიცადა, ფუნქციონირებას დროებით შეწყვეტს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S