Accentnews.ge
სტალინის პირად ვაგონს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

სტალინის პირად ვაგონს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

27/12/2019 10:11:27 საზოგადოება

გორში, სტალინის სახელობის მუზეუმში დაცულ სტალინის პირად ვაგონს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

„მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს – ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმის კომპლექსის შემადგენლობაში არსებულ სტალინის პირად ვაგონ-სალონს”, - წერია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ გენერალური დირექტორის 16 დეკემბრის ბრძანებაში.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის - ნიკა ანთიძის თქმით, სტატუსის მინიჭების ინიციატორი თავად სტალინის სახელობის მუზეუმი იყო.

“კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭება უფრო მეტ ინტერესსა და დაცულობას გულისხმობს. ამ შემთხვევაში, ძეგლის რესტარაცია და სხვადასხვა ტიპის სამუშაოების ჩატარება სააგენტოსთან შეთანხმებით ხდება", - აცხადებს ნიკა ანთიძე.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უწყებებს - რეესტრსა და სხვა საინფორმაციო სისტემებში ცვლილების ასახვისთვის კიდევ 2 კვირა აქვთ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S