Accentnews.ge
რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ალექსანდრიის საპატრიარქოსთან კავშირი გაწყვიტა

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ალექსანდრიის საპატრიარქოსთან კავშირი გაწყვიტა

27/12/2019 10:27:25 მსოფლიო

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ალექსანდრიის ეკლესიის პატრიარქ თეოდორე მეორესთან კავშირი გაწყვიტა.

როგორც რუსეთის საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია თეოდორე მეორეს ლოცვებში აღარ მოიხსენიებს, ხოლო აფრიკაში რუსეთის ეკლესიის მრევლი რუსეთის პატრიარქს დაექვემდებარება.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა უკრაინის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია აღიარა.

ცნობისთვის: კონსტანტინოპოლის პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია 2019 წლის იანვარში აღიარა. 2018 წლის დეკემბერში, კიევში გაიმართა საეკლესიო კრება, რომელზეც ახალ სტრუქტურად გაერთიანდნენ კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და ის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიაკუთვნეს. მოსკოვის და სრულიად რუსეთის საპატრიარქო უკრაინის ეკლესიას კვლავ თავის ნაწილად მიიჩნევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S