ანრი ოხანაშვილი: სესია ჩატარდება ხვალ
29/04/2024 06:24:26 პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პარლამენტის პლენარული სხდომა ხვალ გაიმართება.
სავარაუდოდ, სწორედ ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავენ მეორე მოსმენით "აგენტების" შესახებ“ კანონპროექტს.
„დეზინფორმაციას ნუ ავრცელებთ. სესია არის ხვალ და ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციას, ვითომ, დღეს არის სესიის ჩატარება დაგეგმილი,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.


