სამადაშვილი, რომელიც კომიტეტის სხდომიდან გააძევეს: ვაპირებ, ფიზიკურ ძალადობაზე სარჩელი შევიტანო პაპუაშვილის, ოხანაშვილის და მანდატურების წინააღმდეგ
29/04/2024 07:49:17 პოლიტიკა
„ლელოს“ წევრი დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ იგი აპირებ სარჩელი შეიტანოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის და მანდატურების წინააღმდეგ.
„ფიზიკური ძალადობაზე ვაპირებ, სარჩელი შევიტანო როგორც პაპუაშვილის, კომიტეტის თავმჯდომარის და სამწუხაროდ იმ მანდატურების წინააღმდეგ, რომელიც ძალადობენ ჩვენზე. ძალის გამოყენების უფლება არ აქვთ მანდატურებს“,-აღნიშნა სამადაშვილმა.
ამავე თეემაზე: ოხანაშვილი სხდომიდან ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გაძევებას აგრძელებს.


