Accentnews.ge
"მთავარ არხს" ახალი მეწილე ჰყავს

"მთავარ არხს" ახალი მეწილე ჰყავს

27/12/2019 13:50:24 საზოგადოება

ტელეკომპანია "მთავარ არხს" ახალი მეწილე ჰყავს. ტელევიზიის ახალი თანამფლობელი ტელეკომპანია საქართველოს დირექტორი ნიკოლოზ სისაურია.

საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ცვლილების მიხედვით, ნიკოლოზ სისაური ტელევიზიის 3%-იანი წილის მფლობელი გახდა. წილი სისაურმა 3 000 ლარად და საწესდებო კაპიტალში 300 000 ლარის ვალდებულებით შეიძინა.

ამ დროისთვის მთავარ არხს 6 მეწილე ჰყავს, მათ შორის არიან გიორგი და ანა მარია რურუები 2,5%-2,5%, ნიკოლოზ სისაური - 3%, საქართველოს უნივერსიტეტი - 2%, კახაბერ ანჯაფარიძე - 39% და ნიკა გვარამია - 51%.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S