„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მსვლელობაში ცოტნე ივანიშვილი მონაწილეობს
29/04/2024 14:33:59 პოლიტიკა
თბილისში, პარლამენტის წინ 20:00 საათზე იგეგმება მმართველი პარტიის „საერთო სახალხო შეკრების“ დაწყება. მზადების პროცესი დაწყებულია.შეკრებილებს სიტყვით მიმართავს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა გამართეს. მსხვლელობაში მონაწილეობს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის უმცროსი შვილი – ცოტნე ივანიშვილი. მისი თანმხლები პირები აგრესიულად არიან განწყობილი კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ.
მმართველმა გუნდმა 22 აპრილს გამოაცხადა „აგენტების კანონის“ მხარდაჭერის მიზნით აქციის გამართვის შესახებ. მედიაში ვრცელდება არაერთი კადრი ღონისძიებაში მონაწილე საჯარო მოსამსახურეების შესახებ.


