Accentnews.ge
NGO–ს წარმომადგენელი – "აგენტების" კანონპროექტის მე–8 მუხლით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ვცდილობთ, დავაკანონოთ დასმენა

NGO–ს წარმომადგენელი – "აგენტების" კანონპროექტის მე–8 მუხლით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ვცდილობთ, დავაკანონოთ დასმენა

29/04/2024 14:18:23 პოლიტიკა

"საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" წარმომადგენელი, გარემოს დამცველი ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ "აგენტების" კანპროექტის "მე–8 მუხლით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ვცდილობთ, დავაკანონოთ დასმენა". ამის შესახებ მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მუხლში, რომელიც ეხება მონიტორინგს არის შემდეგი ჩანაწერები: "შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწვეტილება" და "სათანადო ინფორმაცია".

"მე მე–8 მუხლთან დაკავშირებით ძალიან ბევრი წინააღმდეგობა მაქვს იმ თვალსაზრისით, რომ მე მგონი პირველად არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომ ჩვენ ამ მუხლით ვცდილობთ, დავაკანონოთ დასმენა. პირდაპირ ვამბობ ამ სიტყვას, რადგან "სათანადო ინფორმაცია" სხვანაირად არ იკითხება. ჩვენ ვცდილობთ, რომ გავიმეოროთ წინა საუკუნის შეცდომები, 1937 წელი და ჩემდა სამწუხაროდ, ეს "სათანადო ინფორმაცია" იქნება ძალიან პრობლემატური არამარტო ორგანიზაციებისთვის, არამედ შეიძლება, გახდეს პრობლემატური ფიზიკური პირებისთვისაც, ვინც ექსპერტებად იქნებიან დაქირავებულები ჩვენნაირი ტიპის ორგანიზაციებში. მე ვისურვებდი, რომ საერთოდ არ ყოფილიყო ეს დასმენის მუხლი, რადგან ქვეყნის ისტორიიდან გამომდინარე, ჩვენ ძალიან ბევრი ცუდი რამ გაგვიგია ამ დასმენებიდან გამომდინარე და ჩემს ოჯახსაც შეეხო ეს და ეს გამეორდება საქარველოში, თუ ამ მუხლს არ ამოვიღებთ. აქ სხვანაირად უნდა იყოს ჩანაწერი ან საერთოდ არ უნდა იყოს, ან უნდა იყოს მკაფიოდ გარკვეული, რომ თუ ორგანიზაციამ რაღაც ვერ გააკეთა/გააკეთა ეს, ამ შემთხვევაში იმოქმედოს იუსტიციის სამინისტრომ და არამც და არამც დასმენის საფუძველზე".

მის საპასუხოდ "ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ ვერ გაიზიარებს ჩხობაძის პოზიციას დასმენასთან დაკავშირებით.

"აქ საუბარია მორალურ ვალდებულებაზე, როდესაც ადამიანმა იცის, რომ სამართალდარღვევაზეა საუბარი და ამ სამართალდარღვევის შესახებ მიზანმიმართულად მალავს ინფორმაციას", – მიმართა მიქანაძემ ჩხობაძეს.

მოგვიანებით, ჩხობაძემ დაზუსტება ითხოვა და შემდეგი აღნიშნა:

"ზუსტად ასეთი ინფორმაცია იყო მიცემული ჩემი ოჯახის ერთ –ერთ წევრზე, რომელიც 1937 წელს დაიჭირეს. ამ კანონპროექტში არ წერია, რა ინფორმაცია უნდა იყოს საფუძველი. აქ უბრალოდ წერია, რომ ნებისმიერი ინფორმაცია არის ფაქტობრივად საფუძველი.

რაც შეეხება განმარტებას მონიტორინგთან დაკავშირებით, არ შეიძლება, რომ ბრძანება გამოსცეს იუსტიციის მინისტრმა და უკაცრავად, მაგრამ ნორმატიული აქტების შესახებ კანონიდან გამომდინარე, რა ბრძანებაა სათაური კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის და რა პრინციპებს უნდა მოიცავდეს, ამ კანონპროექტში უნდა ეწეროს მინუმუმ იმიტომ, რომ გაუგებარია როგორი ტიპის ბრძანება უნდა გამოსცეს იუსტიციის მინისტრმა. გაიღვიძა და გამოსცა ბრძანება, რომ ყველაფერი შევამოწმოთ? აქ არ არის მოცემული ჩარჩო რა ტიპის მონიტორინგი უნდა ჩაატაროს. თქვენ რას გულისხმობთ ამაში, გამარკვიეთ. ერთადერთი არგუმენტი, რაც თქვენ მოიყვანეთ ბატონო გივი ისაა, რომ პირი შემოიტანს განაცხადს და თქვენ იწყებთ მონიტორინგს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S