Accentnews.ge
პრემიერმა თავდაცვის ძალების საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლა პრეზიდენტის კრიტიკით დაიწყო: ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს

პრემიერმა თავდაცვის ძალების საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლა პრეზიდენტის კრიტიკით დაიწყო: ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს

30/04/2024 07:35:01 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თავდაცვის ძალების საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკით დაიწყო.

მისი თქმით, კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხვისთვის და ქვეყნის ღალატისთვის ყველა ღმერთის წინაშე აგებს პასუხს.

„ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო დედაქალაქის მერო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, რიგითებო და კაპრალებო,

პატივცემულო მოწვეულო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით! ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი და ქართულ ჯარს არ ვაკადრებ გამოვეხმაურო მის პოლიტიკურ განცხადებებს, რომელიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის მაღალი თანამდებობისთვის. კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხვისთვის და ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს", - განაცხადა პრემიერმა ვაზიანში გამართულ საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S