არც პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმა პრეზიდენტს და ჯარს „ხილულ და უხილავ“ მტრებზე ესაუბრა
30/04/2024 08:11:52 პოლიტიკა
თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტს მსგავსად პრემიერ– მინისტრისა, არც პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმა.
შალვა პაპუაშვილმა საკუთარ სიტყვაში „ხილულ და უხილავ მტრებზე“ ისაუბრა.
„საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები კი არ დასრულდა, პირიქით, ათწლეულებიდან ათწლეულებამდე მატულობენ ის ხილული თუ უხილავი მტრები, რომლებიც გადაშენებით ემუქრებიან ჩვენს მიწა-წყალს, მის მოსახლეობას და ერთიანობას. რუსეთის ისტორიული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია, ტერორიზმი, ჰიბრიდული ომები, ჩვენს გარშემო არსებული მასშტაბური კონფლიქტები, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სხვა საფრთხეები ეს ის გამოწვევებია, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას“,– მიმართა ჯარს პაპუაშვილმა.


