Accentnews.ge
ანა ნაცვლიშვილი: ივანიშვილო, ხალხი გამოგიტანთ განაჩენს და გაგიშვებთ ისტორიის სამსჯავროზე

ანა ნაცვლიშვილი: ივანიშვილო, ხალხი გამოგიტანთ განაჩენს და გაგიშვებთ ისტორიის სამსჯავროზე

30/04/2024 11:52:28 პოლიტიკა

ივანიშვილო, ეს ქვეყანა არ გახდება შენი ბოსტანი და არც რუსეთის უკანა ეზო, არც შენი კრიმინალური ფულის სამრეცხაო არ გახდება, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, გუშინდელი საერთო სახალხო შეკრება სხვა არაფერი იყო, თუ არა იმ უზარმაზარი უფსკრულის დემონსტრირება, რომელიც ივანიშვილსა და ქართველ ხალხს შორის არის.

"ეს ქვეყანა არის სუვერენული, თავისუფალი, ღირსეული და ამაყი ადამიანების ქვეყანა და ზუსტად ასე ამაყად გააგრძელებს თავისი თავისუფლების დაცვას, მათ შორის, იმ ხელისუფლებისგან, რომელიც ოკუპანტის ინტერესებს ემსახურება და არ ქართველი ხალხის. გუშინდელი გამოსვლა სხვა არაფერი იყო, თუ არა იმ უზარმაზარი უფსკრულის დემონსტრირება, რომელიც ივანიშვილს და ქართველ ხალხს შორის არის. დიახ, ქართველი ხალხი გამოგიტანთ განაჩენს და გაგიშვებთ ისტორიის სამსჯავროზე“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, ქართულმა ჯარმა და ქართველმა სამხედროებმა ძალიან კარგად იციან, ვინ არის ქვეყნის მტერი და მოყვარე.

„რამდენი კანონიც არ უნდა შემოიტანოთ და რამდენი პროპაგანდაც არ უნდა წარმართოთ „შავი ფულით“, ვერც ქართულ ჯარს აუბნევთ თავგზას და ვერც საქართველოს მოქალაქეებს იმიტომ, რომ დიახ, შეიარაღებულ ძალებში, ძალოვან უწყებებში, სამოქალაქო პირებშიც ასობით ადამიანია საქართველოსი, ვინც ფიზიკურად თავისი სხეულით ატარებს რუსეთის მიერ მიყენებულ ჭრილობებს. ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი ზურგით ჰყავთ გამოყვანილი აფხაზეთის თუ აგვისტოს ომში დაჭრილი თუ გარდაცვლილი მეგობარი. ამ ადამიანებს თქვენ დღეს გინდათ დააჯეროთ, რომ თურმე დასავლეთია, ვისაც სურს ამ ქვეყნისთვის ბოროტება. ამას ვერ დააჯერებთ, ძალიან ბევრი მოწმეა ამ ქვეყანაში რუსეთის დანაშაულების. იმ დანაშაულების, რომელსაც ახლა გინდათ თავზე ხელი გადაუსვათ, ენა მოუჩლიქოთ. მტერი მოყვარედ და მოყვარე მტრად წარმოაჩინოთ ამ თქვენი რუსული კანონით. ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად დაინახა და გაიგო“, -განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S