Accentnews.ge
შალვა შავგულიძე "ოცნებას" სთავაზობს, მოხდეს ორგანიზაციების რეგისტრაცია არა უცხოური ძალის ინტერესების გამტარებად, არამედ უცხოური დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებად

შალვა შავგულიძე "ოცნებას" სთავაზობს, მოხდეს ორგანიზაციების რეგისტრაცია არა უცხოური ძალის ინტერესების გამტარებად, არამედ უცხოური დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებად

30/04/2024 13:42:44 პოლიტიკა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შალვა შავგულიძე "ქართულ ოცნებას" სთავაზობს, მოხდეს ორგანიზაციების რეგისტრაცია არა უცხოური ძალის ინტერესების გამტარებად, არამედ უცხოური დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებად. შესაბამისი წინადადებით მან პარლამენტის სხდომაზე მმართველ პარტიას მიმართა.

"მე შემოგთავაზეთ, რომ რადგან ეს კანონპროექტი არასამთავრობო და მედიასაშუალებების უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციად გამოცხადების ერთადერთ კრიტერიუმად ითვალისწინებს წლიური შემოსავლის 20%–ზე მეტს ამ ორგანიზაციების მიერ უცხოური ძალისგან მიღების ფაქტს და არანაირ დასაბუთებას არ ითვალისწინებს, რატომ უნდა ჩაითვალოს ის უცხოური ინტერესების გამტარად? გთხოვთ მოხდეს, თუ გაიზიარებთ, ამ ორგანიზაციების რეგისტრაცია არა უცხოური ძალის ინტერესების გამტარებად, არამედ უცხოური დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებად, რა ფაქტიც სახეზეა და ნუ დააბრალებთ მათ, თუ თქვენი მიზანი მართლაც არ არის სტიგმის მიწებება ამ ორგანიზაციებზე", – მიმართავს შავგულიძე "ოცნებას".

მოგვიანებით, მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა უპასუხა, რომელიც "ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს.

"ვინაიდან თქვენ ამბობთ, რომ კანონს მხარს არ დაუჭერთ და ტერმინის შეცვლა არაფერს არ ნიშნავსო, მაშინ არ გვეთანხმებით ჩვენ კანონის არც ტერმინოლოგიასა და არც სულისკვეთებაში. ჩვენ შემოგთავაზეთ, უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციებს რომ ჩავწეროთ, თუ დაუჭერთ მხარს–თქო, თქვენ გვეუბნებით, რომ არ დავუჭერთო. ამიტომ თქვენი შემოთავაზება არ არის გაზიარებული თქვენივე კოლეგების მხრიდან. მაშინ მე გთხოვთ, ჩამოთვალოთ შემდგომ მუხლებზე კიდევ რა საკითხები უნდა შეიცვალოს, რა შემთხვევაში დაუჭერთ მხარს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S