რომან გიცირიძე: კანონპროექტის მეორე მუხლში წერია, რომ სპორტულ ფერდერაციებს, როგორც გამონაკლისებს, კანონი არ ეხებათ, ეს არის კორუფციული მუხლი და ამოიღეთ
30/04/2024 14:24:21 პოლიტიკა
"კანონპროექტის მეორე მუხლის "ა" პუნქტში, წერია, რომ ისეთი არასამთავრობო ორგანიზაცია, როგორიცაა არაკომერციული იურიდიული პირი, როგორიც არის სპორტული ფერდერაციები, როგორც გამონაკლისები არ ექცევიან ამ კანონში. რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ თქვენს მეგობრებს აფარებთ ხელს და გინდათ, სასათბურე მდგომარეობაში ამყოფოთ? ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აგერ ზის, 270 მილიონი ლარი რომ აქვს ბიუჯეტიდან, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აგერ ზის, რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი აგერ ზის. ყველა ფედერაცია ღებულობს უამრავ გრანტს უცხოური სხვადსხვა წყაროებიდან. იმიტომ ხომ არ [ვრცელდება მათზე კანონი], რომ ეს დახმარებები შეუწყდებათ? იმიტომ ხომ არ გინდათ, ფედერაციების გამოყვანა ამ კანონის მოქმედების სფეროდან, რომ მოგვკვეთენ საერთაშორისო შეჯიბრებებიდან? ევროპის ჩემპიონატიდანაც კი შეიძლება, გამოგვაგდონ. თუ ასეთი კარგია, მოვუწოდებ ფედერაციების პრეზიდენტებს გამოიჩინეთ სოლიდარობა და თქვით, რომ თქვენ მუშაობთ პატიოსნად, გამჭვირვალედ და რომ გინდათ, იმყოფებოდეთ 25 000 არასამთავრობო ორგანოზაციის მდგომარეობაში [ რომელთაც კანონი ეხებათ]. ამოიღეთ ეს მუხლი, ეს არის კორუფციული და ნეპოტისტური მუხლი", – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ "ქართულ ოცნებას" პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც "აგენტების" შესახებ კანონს მეორე მოსმენით განიხილავენ.


