Accentnews.ge
"აგენტების კანონს" მეორე მოსმენით კენჭს დღეს არ უყრიან

"აგენტების კანონს" მეორე მოსმენით კენჭს დღეს არ უყრიან

30/04/2024 16:35:54 პოლიტიკა

"ქართული ოცნება" "აგენტების კანონს" მეორე მოსმენით კენჭს დღეს არ უყრის. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მეორე მოსმენით "აგენტების კანონის" განხილვის პროცესი ხვალ, 1 მაისს გაგრძელდება.

11:45 საათზე ჩანიშნულია ბიუროს სხდომა, ხოლო 12:00-ზე პლენარული სხდომა.

ამჟამად პარლამენტში გრძელდება "აგენტების კანონის" მუხლობრივი განხილვა. პარალელურად მიმდინარეობს საპროტესტო აქცია პარლამენტთან.

პირველი მოსმენით კანონპროექტს 83-მა დეპუტატმა მხარი 17 აპრილს დაუჭირა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S