ბურჯანაძე: უპირველესად ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ სამოქალაქო დაპირისპირება დამანგრეველი იქნება ქვეყნისათვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა მას დაეკისრება
01/05/2024 09:23:22 პოლიტიკა
პარტია „ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე ეხმიანება "აგენტების კანონის" ხელმეორედ ინიიცირების გამო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ხელისუფლებას ახსენებს, რომ "სამოქალაქო დაპირისპირება დამანგრეველი იქნება ქვეყნისათვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება".
მისი შეფასებით, ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა.
„მიუღებელია ძალის გამოყენება, მით უფრო სრულიად გულწრფელი ახალგაზრდების მიმართ.
მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაიწვიოს ჯერ კიდევ ერთი წლის წინ უარყოფილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.
გარანტირებულად და დამაჯერებლად უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება.
ყველას უნდა ესმოდეს, პირველ რიგში ხელისუფლებას, რომ სამოქალაქო დაპირისპირება დამანგრეველი იქნება ქვეყნისათვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას", - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.


