პრეზიდენტი ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორს შეხვდა
01/05/2024 09:59:33 პოლიტიკა
ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში გერტ იან კოპმანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
კოპმანი თბილისში დღეს ჩამოვიდა. ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ 30 აპრილს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრებზე ის ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე, მათ შორის, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული 9 ნაბიჯის შესარულებისთვის საჭირო სამუშაოზე ისაუბრებს.
ის შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, მთავრობისა წევრებს, მათ შორის, ვიცე–პრემიერს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს. ასევე, პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს, საპარლამენტო პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და პარტნიორებს საინვესტიციო საკითხებში.


