Accentnews.ge
ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია: დღეს უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები ევროპული ევროპული ოჯახისთვის იბრძვიან

ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია: დღეს უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები ევროპული ევროპული ოჯახისთვის იბრძვიან

01/05/2024 10:14:43 პოლიტიკა

ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტები ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის ევროკავშირში გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ დღეს უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები ევროპული ღირებულებებისთვის და ევროპული ოჯახისთვის იბრძვიან.

პრეზიდენტები ამ მისწრაფებას მხარდაჭერას უცხადებენ.

„დღეს უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები ევროპული ღირებულებებისთვის და ევროპული ოჯახისთვის, როგორც მათი გადამწყვეტი არჩევანისთვის, იბრძვიან. მათ ის ოცნება აქვთ, რაც ჩვენ მაშინ გვქონდა. ჩვენ იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროპულ ღირებულებებსა და ერთად ყოფნის სურვილს იზიარებენ, მხარს მტკიცედ ვუჭერთ“, - ნათქვამია ალარ კარისის, გიტანას ნაუსედასა და ედგარს რინკევიჩის ერთობლივ განცხადებაში.

ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის პრეზიდენტებმა აღნიშნეს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე კანდიდატ ქვეყნებს მხარს დაუჭერენ.

ევროკავშირი გაფართოების 20 წლის იუბილეს აღნიშნავს – 2004 წლის 1 მაისს ევროკავშირს 10 სახელმწიფო შეუერთდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S