უილიამ კორტნი: საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა შესაძლოა, კონკრეტულ პასუხებზე ფიქრი დაიწყონ
01/05/2024 11:05:59 პოლიტიკა
საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა შესაძლოა, კონკრეტულ პასუხებზე ფიქრი დაიწყონ, - ასე ეხმიანება საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი "აგენტების კანონის" კვლავ ინიიცირების შემდეგ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის, საპოლიციო ძალების მხრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.
„საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა შესაძლოა, კონკრეტულ პასუხებზე ფიქრი დაიწყონ. ერთ-ერთი მათგანი შეიძლება პარლამენტის ნებისმიერი წევრისთვის, რომელიც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონს მხარს დაუჭერს, ვიზებზე სამუდამოდ უარის თქმა იყოს“, - წერს უილიამ კორტნი X-ზე.
30 აპრილს და 1 მაისს სპეცრაზმმა მომიტინგეთა დასაშლელად სპეციალური ღონისძიებები გამოიყენა, დაფიქსირდა ძალადობის ფაქტები. დაკავებულია 63 დემონსტრანტი.


