Accentnews.ge
კალაძე – ხაბეიშვილზე: ალბათ, რომელიმეს [სპეცრაზმელს] ფიზიკურადაც გაუსწორდა

კალაძე – ხაბეიშვილზე: ალბათ, რომელიმეს [სპეცრაზმელს] ფიზიკურადაც გაუსწორდა

01/05/2024 11:17:34 პოლიტიკა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ენმ–ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილთან მიმართებით თავად პოლიტიკოსის ბრალეულობაზე მიანიშნებს.

კალაძის თქმით, არავის აქვს უფლება, რომ პოლიციის კორდონში შევარდეს ისევე, როგორც არავის აქვს უფლება, რომ ხალხს მოუწოდოს პარლამენტის ბლოკირებისკენ, ისროლოს ქვები, ბოთლები.

„სამწუხაროდ არსებობს კადრები, როდესაც ლევან ხაბეიშვილი გარბის, შევარდა პოლიციის კორდონში და იქ რა მოხდა? - ალბათ, რომელიმეს [სპეცრაზმელს] ფიზიკურადაც გაუსწორდა.

რა თქმა უნდა, ეს სწორი არ იყო და არავის არ აქვს უფლება, რომ პოლიციის კორდონში შევარდეს ისევე, როგორც არავის არ აქვს უფლება, რომ მოუწოდოს პარლამენტის ბლოკირებისკენ, ისროლოს ქვები, ბოთლები და ა.შ. მშვიდობიანად ნებისმიერ ადამიანს აქვს იმისი შესაძლებლობა, რომ თავისი მოსაზრება გამოხატოს“, - განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეისმენს თუ არა ის ახალგაზრდების ხმას, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ყველა ერთ აზრზე ვერ იქნება:

„ცხადია, ქვეყანაში ყველა ერთ აზრზე ვერ იქნება და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ მთელ საქართველოს ერთი მოსაზრება გვქონდეს. არის განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანები. ბევრმა შეიძლება არ იცოდეს და ვერ ერკვეოდეს დეტალებში, რადგან თქვენი ლიდერები არ უხსნიან დეტალებს და არ ეუბნებიან რეალობა რა არის. ერთი არგუმენტი ვერ დაასახელეს, თუ რატომ არის აღნიშნული კანონპროექტიო ცუდი.

ჩვენ გამოვდივართ და პირდაპირ ვამბობთ, რომ ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად უცხოური გავლენების შემცირება უდევს. უნდა შემცირდეს ყველა უცხოური გავლენა და ქართული გაიზარდოს“,.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, არ არის სწორი ეს მოწოდებები და შეურაცხყოფის მიყენება.

„როდის გინახავთ რომ პოლიციელი გამოვიდეს და მშვიდობიანი მომიტინგე რაღაცას აპროტესტებდეს, დაეტაკოს და რაღაც შეურაცხყოფის მიყენება დაუწოს. პირიქით, მასაც იცავს, მაგრამ არ არის სწორი ეს მოწოდებები, შეურაცხყოფის მიყენება“, - განაცხადა კალაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S