"ქართული ოცნების" დეპუტატი "გორგიას" ემუქრება აირწინაღებზე ფასდაკლების გამო
01/05/2024 11:27:46 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე ჰიპერმარკეტების ქსელ "გორგიას" ემუქრება აირწინაღებზე ფასდაკლების გამო.
დეპუტატი "გორგიას" შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებს და წერს, "ახლა ხომ ხართ ღირსი, ჩვენ მოვაკითხოთ თქვენს ფილიალებს და საკადრისადმოგექცეთ?".
"გორგია" მომხმარებლებს აირწინაღებს ფასდაკლებით სთავაზობს და იტყობინება, რომ მარაგებს ავსებს ფილიალებში.
აირწინაღები დემონსტრანტებისთვის აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც საპოლიციო ძალებმა ინტენსიურად დაიწყეს სპეციალური საშუალებების – წიწაკის სპრეის, ცრემლმდენი გაზის – გამოყენება მომიტინგეების წინააღმდეგ "აგენტების კანონის" წინააღმდეგ მიმართულ აქციებზე.


