წილოსანი "ისტორიის სწორ მხარეს დგომას" ურჩევს ცნობილი ადამიანებს, რომლებმაც მომიტინგეებზე ძალადობა დაგმეს
01/05/2024 12:08:23 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი "ისტორიის სწორ მხარეს დგომას" ურჩევს სხვადასხვა პროფესიის მქონე ცნობილი ადამიანებს, რომელთაც სოციალურ ქსელებში დაგმეს "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეთა ძალის გამოყენებით დაშლა და მხარდაჭერა გამოუცხადეს მომიტინგეებს.
მან ამ მხარდაჭერის დაკნინებაც სცადა.
„თავისთავად, „ინსტაგრამ სთორები“ უფრო მეტ ლაიქებს მოგიტანთ ..
მაგრამ ისტორიის სწორ მხარეს დგომა და „ნაცების“ რევოლუციური სცენარისგან დისტანცირება, თქვენი როგორც მოქალაქეების ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა." - წერს ნინო წილოსანი Facebook-ზე.
შეგახსენებთ, რომ 30 აპრილის ღამეს და 1 მაისის გამთენიისას საპოლიციო ძალები რამდენიმე საათის განმავლობაში არბევდნენ მომიტინგეებს სპეციალური საშუალებების გამოყენებით. დაფიქსირდა მომიტინგეთა, პოლიტიკოსთა და ჟურნალისტთა ცემის ფაქტები.


