Accentnews.ge
კობახიძემ GEN Z "ძალადობრივ დაჯგუფებებს" შორის დაასახელა

კობახიძემ GEN Z "ძალადობრივ დაჯგუფებებს" შორის დაასახელა

01/05/2024 14:45:54 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ GEN Z "ძალადობრივ დაჯგუფებებს შორის დაასახელა.

„პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ სუბიექტს, რომელიც მთელი ერთი წლის მანძილზე ძალადობისა და მოძალადეების რომანტიზებას ახდენდა და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ძალადობრივი ახალგაზრდული დაჯგუფებების წევრებს გულწრფელ ახალგაზრდებს უწოდებდა. საუბარი იყო მოძალადე ახალგაზრდებზე, რომლებიც კეზერაშვილის, ხაზარაძის და კონკრეტული უცხოელი დონორების მიერ ფინანსდებიან. ესენია: ნაცმოძრაობის, „ლელოს“ და „ახალის“ ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც 100-მდე მოძალადე ახალგაზრდას აერთიანებს. აგრეთვე, ესენია ძალადობრივი დაჯგუფებები: „ტალღა“, „ჯიუტები“, „ნაბიჯი“, „თბილისი პრაიდი“, „ჯენზი“, „წერტილი“, „დაფიონი“, „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „სირცხვილია“, „ფრანკლინის კლუბი“ და „მომავლის აკადემია“, რომლებიც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთგულ 200-მდე მოძალადე ახალგაზრდას აერთიანებს" - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის: Gen Z-ს უწოდებენ იმ თაობას, რომელთა წარმომადგენლები გვიანი 1990-იანი და 2010-იანი წლების პერიოდში დაიბადნენ..

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S