ირაკლი კობახიძე – კითხვაზე, ემზადებიან თუ არა ძალაუფლების დასათმობად: რა გვეტყობა მაგის?
01/05/2024 15:31:48 პოლიტიკა
რა გვეტყობა მაგის? - ასე უპასუხა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, ემზადებიან თუ არა ძალაუფლების დასათმობად.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ძალაუფლება არ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი.
„რა გვეტყობა მაგის? ძალაუფლება არ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ აგენტურა არ შეიძლება დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ქვეყანა უნდა მართოს ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ და არა თავს მოხვეულმა აგენტურამ. ჩვენ არჩევნებზე არაფერი გვემუქრება. 61.5% იყო ბოლო კვლევის თანახმად ჩვენი რეიტინგი. არჩევნების მოგება თავისუფლად შეგვიძლია. ეს არ არის მთავარია. ამ სამი წლის განმავლობაში იყო რევოლუციის 2 მცდელობა. ეს რომ არ ყოფილიყო ჩვენი ეკონომიკა მინიმუმ 5 მლრდ დოლარით მეტი იქნებოდა“,-აღნიშნა კობახიძემ.


