Accentnews.ge
ნინო წილოსანი: "გამოწვევა მიღებულია - საქართველო vs უსამშობლოების ბრძოლა დაწყებულია"

ნინო წილოსანი: "გამოწვევა მიღებულია - საქართველო vs უსამშობლოების ბრძოლა დაწყებულია"

02/05/2024 10:10:23 პოლიტიკა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო უწყვეტი ხალხმრავალი პროტესტის ფონზე, რომლის ძირითად ბირთვსაც ახალგაზრდები წარმოადგენენ, სოციალურ ქსელში აზიარებს დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს აბრაზე მიკრული წარწერის "ღრუსეთის საელჩო" ფოტოს და წერს, რომ ის, ვინც ეს გააკეთა, "უსამშობლოა."

დეპუტატის თქმით, თბილისში აქციების დროსაც "მსგავსი უამრავი შემთხვევა გამოვლინდა" რაც მისი აზრით, იმის ნიშანია, რომ ადამიანებს, რომლებიც მსგავს აქტივობებს მიმართავენ, "ტვინი აქვთ გამორეცხილი" და სჯერათ, რომ "საკუთარი ქვეყანა ყველაზე ნაკლებად უნდა ჰყვარებოდათ".

"აქ არც კანონშია საქმე და არც ხელისუფლებაში, უბრალოდ ამ ახალგაზრდებს ძალიან დიდხანს ურეცხავდნენ ტვინს, აჯერებდნენ, რომ საკუთარი ქვეყანა ყველაზე ნაკლებად უნდა ჰყვარებოდათ..

ლოზუნგებზე და ბანერებზე წარწერები - არა რუსულ კანონს, სრულებით არ ახდენს იმის პრევენციას, რასაც ფოტოზე ვხედავთ, შემდეგ ამ ყველაფერს ემატება ფოტოს სიამაყით დამდები მედია საშუალება და მთელი ანტიქართული პროპაგანდის ჯაჭვი.

მთელი რიგი სისტემები და ადამიანები, რომლებიც საზოგადოების აზრს აყალიბებდნენ წლების მანძილზე მუშაობდნენ, რომ მივჩვეულიყავით სამშობლოს გინებას და მასში ყოველთვის ცუდი დაგვენახა.

საკუთარ ქვეყანას რუსეთი უწოდო, ესეც ხომ დიდი გეგმის ნაწილია. შენი ქვეყანა, რეპუტაციულად თუ მიწასთან არ გაასწორე, რაა მამული?! - სწორედ ამ ქვეტექსტით მოქმედებდნენ დიდი ხნის განმავლობაში" - წერს დეპუტატი და აცხადებს, რომ გამოწვევა მიღებულია.

"საქართველო vs უსამშობლოების ბრძოლა დაწყებულია. შეუძლებელია სამშობლომ არ გაიმარჯვოს და რამდენადაც Gen-Z-ის ენაზე ნოთ ქულ არ უნდა იყოს, მაინც, მამული, ენა, სარწმუნოება !!!" - წერს ნინო წილოსანი.

იხილეთ ასევე: "თურმე, ცივილიზებულ სამყაროს ვუცხადებთ ომს": რა მოლოდინები გააჩინა "ოცნების" თავყრილობამ

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S