ECR – საქართველოს ხელისუფლებაზე: კრემლს ემსგავსება
02/05/2024 10:21:31 პოლიტიკა
ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფი (ECR) ეხმიანება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, გმობს დემონსტრაციების ჩახშობის მცდელობას და აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები კრემლისას ემსგავსება.
კერძოდ, ECR ხაზს უსვამს კრემლის დამოკიდებულებას ოპონენტების და კრიტიკული აზრის მიმართ.
"ECR ჯგუფი მხარს უჭერს ქართველ ხალხს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩახშობის ნებისმიერ მცდელობას.
ჩვენ ასევე ღრმად შეშფოთებულები ვართ მთავრობის ქმედებებთან და მიმართულებასთან დაკავშირებით, რომლითაც ქვეყანა მიდის, და რომელიც, როგორც ჩანს კრემლს ემსგავსება, ძალადობასა და რეპრესიებს იყენებს პოლიტიკური ოპონენტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის მიმართ," - წერია განცხადებაში.


