Accentnews.ge
პოლონეთის საგარეო: მოვუწოდებთ ხელისუფლებას საქართველოს პროევროპულ საზოგადოებასთან დიალოგისა და დემოკრატიული რეფორმების გატარებისკენ

პოლონეთის საგარეო: მოვუწოდებთ ხელისუფლებას საქართველოს პროევროპულ საზოგადოებასთან დიალოგისა და დემოკრატიული რეფორმების გატარებისკენ

02/05/2024 14:28:38 პოლიტიკა

"აგენტების კანონის" ინიიცირების შემდეგ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და მმართველ პარტიას საქართველოს პროევროპულ საზოგადოებასთან დიალოგისა და დემოკრატიული რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს.

"შეშფოთებით ვაკვირდებით თბილისში არსებულ მდგომარეობას. საპროტესტო აქციების წინააღმდეგ ძალის გამოყენება მიუღებელია.ხელისუფლებას მოვუწოდებთ საქართველოს პროევროპულ საზოგადოებასთან დიალოგისკენ და დემოკრატიული რეფორმების გატარებისკენ" - წერს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

1 მაისს მეორე მოსმენით მიიღეს "აგენტების კანონი". ორი კვირაა, საქართველოში მასშტაბური აქციები არ წყდება, მიუხედავად დემონსტრანტების არაერგზის დარბევისა ძალის გამოყენებით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S