Accentnews.ge
საქართველოს საგარეო უწყება – საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს: თქვენი განცხადება მოკლებულია ობიექტურობას

საქართველოს საგარეო უწყება – საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს: თქვენი განცხადება მოკლებულია ობიექტურობას

03/05/2024 08:27:45 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო უწყება საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ "მისი განცხადება მოკლებულია ობიექტურობას"

"გვსურს გამოვეხმაუროთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას თბილისში ძალადობრივ შეკრებებზე სამართალდამცავი ორგანოების რეაგირების შესახებ. საქართველოში უმაღლესი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ ოპოზიციასთან დაკავშირებული და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ძალადობრივი ჯგუფები ახორციელებდნენ მასშტაბურ ძალადობას სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ, ქართველი სამართალდამცავები, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე სამწუხარო ინციდენტს, ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად მოქმედებდნენ.

მივესალმებით, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებით. თუმცა, ვწუხვართ, რომ თქვენი განცხადება მოკლებულია ობიექტურობას.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავა საფრანგეთის მიმართ კრიტიკული განცხადებისგან მაშინაც კი, როდესაც პარიზში სამართალდამცავები მომიტინგეებს ბრუტალური, ადამიანის უფლებების საყოველთაო სტანდარტებთან სრულიად შეუსაბამო მეთოდებით დაუპირისპირდნენ.

არაობიექტური შეფასებები ახალისებს ძალადობას, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, პოლიტიკურ ოპოზიციასთან დაკავშირებული და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ძალადობრივი ჯგუფების მიერ ხორციელდება", – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რა თქვა საფრანგეთის საგარეო უწყებამ

„საფრანგეთი საქართველოში არსებულ ვითარებას თვალს შეშფოთებით ადევნებს. იგი, უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღების შემდეგ, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებას გმობს. საქართველომ ძალისხმევა უნდა გააგრძელოს, რათა ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად დაუახლოვდეს“, - წერს საფრანგეთის საგარეო უწყება X-ზე.

პარლამენტმა 1 მაისს მეორე მოსმენით მიიღო "აგენტების კანონი", რომელიც ქვეყანაში მღელვარებას იწვევს. პარლამენტთან მორიგ ჯერზე შეიკრიბნენ დემონსტრანტები. საპოლიციო ძალებმა კვლავ გამოიყენეს სპეცსაშუალებები მათ წინააღმდეგ.

„საფრანგეთი საქართველოში არსებულ ვითარებას თვალს შეშფოთებით ადევნებს. იგი, უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღების შემდეგ, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებას გმობს. საქართველომ ძალისხმევა უნდა გააგრძელოს, რათა ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად დაუახლოვდეს“, – აცხადებენ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S