Accentnews.ge
სერგო ჩიხლაძე: ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი სისრულეში მოდის, "ქართულმა ოცნებამ" რუსეთისკენ სრული სვლა დაიწყო

სერგო ჩიხლაძე: ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი სისრულეში მოდის, "ქართულმა ოცნებამ" რუსეთისკენ სრული სვლა დაიწყო

03/05/2024 09:22:37 პოლიტიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივანი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" რუსეთისკენ სრული სვლა დაიწყო".

„დადასტურდა და „ქართულმა ოცნებამაც“ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრი უარს ამბობს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებზე საუბარზე აშშ-სთან. პრემიერ-მინისტრი უარს ამბობს ამერიკელ პარტნიორებთან და პირველ პირებთან შეხვედრაზე - ეს დადასტურებულია. ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს, რომ რაც ვერბალურად ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, უკვე სისრულეში მოდის. სრული სხვლა რუსეთისკენ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაიწო. საგარეო ურთიერთობების კურსის სრული შეცვლა, რასაც აქამდე ქმედებებით - ხანდახან შეფარვით, ხანდახან კი მკაფიოდ აკეთებდა, ისინი უკვე ამას დემონსტრაციულად აკეთებენ. ამას რუსეთისკენ საგარეო კურსის ცვლა ჰქვია“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

გუშინ საქართველოში აშშ-ის საელჩომ გუშინ გაავრცელა ელჩ რობინ დანიგანის განცხადება, რომელშიც შემდეგია აღნიშნული: „ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად, სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მოწვევაზე“.

მოგვიანებით, ელჩის ამ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ასე გამოეხმაურა: "პრემიერი აშშ-ში მიიწვიეს კანონის შეჩერების დათქმით, ეს არაა პარტნიორული სულისკვეთება".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S