Accentnews.ge
კელი: თუ სანქციებს არ დავაწესებთ ამ საშინელი კანონისა და თბილისის ქუჩებში ძალადობის გამო, ცუდი შედეგები მოჰყვება

კელი: თუ სანქციებს არ დავაწესებთ ამ საშინელი კანონისა და თბილისის ქუჩებში ძალადობის გამო, ცუდი შედეგები მოჰყვება

03/05/2024 09:28:05 პოლიტიკა

საქართელოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" უკვე აჩვენა, რომ მხოლოდ რიტორიკით ისინი არ შეჩერდებიან. როგორც კელი ამბობს, თუ ისინი არ დააწესებენ სანქციებს "აგენტების კანონის" მიღებისა და იმ ძალადობის გამო, რომელიც თბილისის ქუჩებში ნახეს, ამას ცუდი შედეგები მოჰყვება.

"საქართველოს ეს მთავრობა უკვე დიდი ხანია, რაც პარტნიორის შესაბამისად არ იქცევა, არამედ იქცევა მოწინააღმდეგესავით და ავრცელებს ტყუილებს, რომ ჩვენ ვართ გლობალური ომის პარტია. მე შოკირებული ვიყავი ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის მოსმენისას, როდესაც მან თქვა, რომ ეს ე.წ. რუსული კანონი სჭირდება ოპოზიციური პარტიების გასანადგურებლად და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ზიანის მისაყენებლად. ჩემს ყოფილ კოლეგებს ვურჩევდი, გამოიყენონ მკაცრი რიტორიკა. მაგრამ ამას ასევე მოაყოლონ ქმედებები, იმიტომ რომ "ქართულმა ოცნებამ" უკვე აჩვენა, რომ მხოლოდ რიტორიკით ისინი არ შეჩერდებიან. თუ ჩვენ არ დავაწესებთ სანქციებს ამ საშინელი კანონისა და იმ ძალადობის გამო, რომელიც თბილისის ქუჩებში ვიხილეთ, ამას ცუდი შედეგები მოჰყვება. ჩვენ გვწამს ქართველების ევროპული მისწრაფებებისა და ამას მხარი უნდა დავუჭიროთ. საქართველოს მთავრობა ხელს უშლის ამას და უკვე სავსებით ნათელია, რომ თუ ამ კანონს მიიღებენ, საქართველო ევროკავშირს ვერ შეუერთდება", - ამბობს, "მთავარი არხის" ცნობით კელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S