ნინო წილოსანი: "ნაცების" ბრძოლა ხელისუფლებისთვის მოხერხებულად შეფუთეს “კი ევროპას და არა რუსეთს” კამპანიით"
03/05/2024 11:19:56 პოლიტიკა
"ნაცების" ბრძოლა ხელისუფლებისთვის მოხერხებულად შეფუთეს “კი ევროპას და არა რუსეთს” კამპანიით ...", -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.
წილოსანის თქმით, "მიშა სააკაშვილი, ნიკა გვარამია , ლაკა ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, ეკა გიგაური წარსული და რუსულია და არა ევროპული. მანვე საზოგადოებას მოუწოდა დაფიქრდნენ -რა იქნება საბოლოო შედეგი და ვინ იხეირებს ამ ყველაფრით".
"ნაცების" ბრძოლა ხელისუფლებისთვის მოხერხებულად შეფუთეს “კი ევროპას და არა რუსეთს” კამპანიით .. ვისაც გჯერათ რომ მიშა სააკაშვილი, ნიკა გვარამია , ლაკა ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, ეკა გიგაური და ა. შ ევროპაა , გეტყვით რომ ეს უბრალოდ წარსული და რუსულია, და არა ევროპული. და თუ არ გჯერათ რომ ამ ვითომ ევროპისთვის ბრძოლის უკან ნაცების ბრძოლაა ხელისუფლებისთვის , ერთი წამით დაფიქრდით - რა იქნება საბოლოო შედეგი და ვინ იხეირებს ამ ყველაფრით ..", - წერს ნინო წილოსანი.


