Accentnews.ge
მთავრობამ ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად 500 000 ლარი გამოყო

მთავრობამ ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად 500 000 ლარი გამოყო

03/05/2024 11:25:41 პოლიტიკა

საქართველოს მთავრობამ ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ნახევარი მილიონი ლარი გამოყო. პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, ეს თანხა ნატო–სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს გამოეყოფა.

„საინფორმაციო ცენტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ საზოგადოებრივი მედეგობის გაზრდის მიზნით, საინფორმაციო კამპანიის შეუფერხებლად წარმართვისთვის საჭირო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვა არაუმეტეს 500 000 ლარის ფარგლებში განახორციელოს გარანტირებული შესყიდვის საშუალებით, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში”, - ნათქვამია განკარგულებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S