Accentnews.ge
ვაჟა სირაძე განმარტავს, რატომ ვერ მივიდა დროულად გუშინ გმირთა მოედანზე პოლიცია

ვაჟა სირაძე განმარტავს, რატომ ვერ მივიდა დროულად გუშინ გმირთა მოედანზე პოლიცია

03/05/2024 14:49:43 პოლიტიკა

საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე განმარტავს, რატომ ვერ მივიდა დროულად გუშინ გმირთა მოედანზე პოლიცია.

მას შესაბამისი კითხვით ჟურნალისტებმა მიმართეს, საპასუხოდ სირაძემ შემდეგი აღნიშნა:

"ფიზიკურად შეუძლებელია, რომ ყველა ადგილზე იყოს პოლიციელი. [...] მთელი ქალაქის მასშატბით, გმირთა მოედანზე როდესაც ადამიანები ხელოვნურად კეტავენ გზებს, ცოტა რთულია სამართალდამცველებმა იმოქმედონ სწრაფად და მყისიერად. [...] შესაძლებლობების ფარგლებში მივიდნენ, რა დროშიც ჰქონდათ მათ ამის საშუალება".

3 მაისს, დაახლოებით ღამის 01:00 საათისთვის ინციდენტი მოხდა გმირთა მოედანზე. თვითმხილველები და მათ შორის დაშავებული ორი მამაკაცი ჰყვებოდნენ, რომ მათ თავს დაესხნენ „პროვოკატორები, რომლებიც ავტომობილებით შეცვივდნენ გმირთა მოედანზე, გადმოვიდნენ ავტომანქანებიდან და ფიზიკურად გაუსწორდნენ". აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ პოლიციას მყისირად მიმართეს, ადგილზე სამართალდამცველები დიდი ხნის განმავლობაში არ გამოჩენილან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S