მიშელი – კობახიძეს: ახლა საჭიროა ნამდვილი დიალოგი, არ გაუშვათ ხელიდან ისტორიული შანსი
03/05/2024 18:18:54 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მიშელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრისას განვიხილე ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებული მოვლენები და გავიმეორე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ყველა ქართველის მიმართ, ვინც პირველ ადგილზე აყენებს თავისი ქვეყნის ევროპულ მომავალს.
საქართველოს მოქალაქეების მოწოდება ღია, დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოების შექმნისკენ უნდა იყოს შესმენილი. აქტიური დებატები არის ქვაკუთხედი და ახლა საჭიროა ნამდვილი დიალოგი.
საქართველოს მომავალი ევროკავშირს ეკუთვნის. არ გაუშვათ ხელიდან ეს ისტორიული შანსი", – წერს მიშელი.


