Accentnews.ge
პრეზიდენტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

პრეზიდენტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

07/05/2024 08:20:04 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იოჰან ფორსელს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს.

ასევე, განხილვის თემა იყო საქართველოს ევროპული მომავალი და “ევროინტეგრაციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეტაპი”.

იოჰან ფორსელი ასევე შეხვდება პრემიერ–მინისტრს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა არსებული სიტუაცია და მომდევნო ნაბიჯები განიხილოს.

"ჩვენ საქართველოს ზურგს არ შევაქცევთ, ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს, მაგრამ ასევე ჩვენ შეშფოთებულები ვართ ახალი კანონპროექტით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობებს ზღუდავს. ჩვენ გვწამს, რომ ეს არ შეესაბამება იმ თანამშრომლობას, რომელიც გვქონდა და ასევე ჩვენს მოსაზრებებს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ამიტომ, მე აქ ვარ იმისთვის, რომ შევხვდე პრემიერ–მინისტრს, პრეზიდენტს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას, რათა განვიხილოთ მიმდინარე სიტუაცია და მომდევნო ნაბიჯები. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ და უფრო ინტენსიურს გავხდით ჩვენს მხარდაჭერას, როგორც რეფორმების პროცესისადმი, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის.

მე ვერ ვუკარნახებ საქართველოს ხელისუფლებას, რა უნდა გააკეთოს, უბრალოდ ვიტყვი, რომ ჩვენ შეშფოთებულები ვართ კანონპროექტით, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ ვიხილეთ ტერმინები, როგორიცაა უცხო ძალა და მინდა გითხრათ, რომ შვედეთი არის საქართველოს მეგობარი. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი და ჰქონდეს ახლო ურთიერთობები არა მხოლოდ შვედეთთან, არამედ ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან", - თქვა ფორსელმა მედიასთან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S