Accentnews.ge
კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხს“ ბადიდან ივანიშვილის ანტირეკლამის ამოღება მოსთხოვა

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხს“ ბადიდან ივანიშვილის ანტირეკლამის ამოღება მოსთხოვა

30/12/2019 11:18:19 საზოგადოება

კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ „მთავარი არხს“ ბადიდან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ანტირეკლამის ამოღება მოსთხოვა. შესაბამისი გადაწყვეტილება კომისიამ დღეს მიიღო.

საქმე ეხება „მთავარი არხის“ ეთერში გასულ ვიდეორგოლებს, სადაც აღწერილია საქართველოში არსებული სოციალური პრობლემები და ბიძინა ივანიშვილის გამოსახულების ფონზე ისმის სიტყვები: "მან გაანადგურა ეროვნული ვალუტა" . როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისია სადავოდ მიიჩნევს ვიდეორგოლების შინაარს. მათი განმარტებით, აღნიშნული ვიდეორგოლები ცალსახად მიმართულია ერთი პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ და პოლიტიკური რეკლამაა, რომლის განთავსებაც წინაასაარჩევნო პერიოდშია დასაშვები:

"აღნიშნული ვიდეორგოლები თავისი შინაარსიდან გამომდინარე წარმოადგენენ პოლიტიკურ პარტიაზე და პოლიტიკური პარტიის წევრებზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც გამიზნულია პირთა განსაზღვრული წრისთვის და ემსახურება ამ პოლიტიკური პარტიისა და მისი წევრების არჩევის ხელშეშლას".

მთავარი არხის იურისტი თამთა მურადაშვილი აცხადებს, რომ ეს არ არის პოლიტიკური რეკლამა:

„ასევე ისინი ამბობენ, რომ პოლიტიკური შინაარსის რეკლამა აკრძალულიაო. საერთოდ, კანონი არ ცნობს დეფინიციას, როგორც პოლიტიკური შინაარსი“.

მისივე თქმით, ტელეარხი კომისიის დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S