Accentnews.ge
იუსტიციის მინისტრი: ვისაც უნდა, რომ საპროტესტო მუხტი აწიოს, მას აწყობს რაც შეიძლება მეტი დაზარალებული ადამიანი

იუსტიციის მინისტრი: ვისაც უნდა, რომ საპროტესტო მუხტი აწიოს, მას აწყობს რაც შეიძლება მეტი დაზარალებული ადამიანი

09/05/2024 08:30:09 პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე წუხელ მომხდარ თავდასხმის ფაქტებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ვისაც უნდა, რომ მუხტი აწიოს, მას აწყობს რაც შეიძლება მეტი დაზარალებული ადამიანი”.

„ასე ხელაღებით რატომ ამტკიცებთ იმას, რომ ვინმეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ხელისუფლების მომხრემ თუ სხვამ? გითხარით ვინმემ თავის თავი იცემა-თქო? არც ის ვიცი თავის თავი იცემეს თუ სხვამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ეს ყველაფერი უნდა დაადგინოს გამოძიებამ. რა არის ამაში გაუგებარი?! გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით მიმართვა რაში სჭირდება, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები არის იმისთვის, რომ მათ შორის, ნებისმიერი დანაშაული გამოიძიოს. დარწმუნებული ვარ გამოიძიებენ კიდეც. პირველ რიგში, ყველა დაშავებულს მინდა გამოჯანმრთელება ვუსურვო. მეორე, თუ კი ვინმეს შეიძლება, რომ აწყობდეს მსგავსი ტიპის არეულობა ეს, რა თქმა უნდა, ის ადამიანები არიან, ვინც ამ მიტინგების წინ დგანან. ვისაც აწყობს ქვეყანაში მძლავრი საპროტესტო მუხტის შექმნა. გამორიცხულია რომ ვინმე სხვას აწყობდეს? ვისაც უნდა რომ მუხტი აწიოს, მას აწყობს რაც შეიძლება მეტი დაზარალებული ადამიანი. ხელისუფლების ინტერესში ნამდვილად არ შედის ვინმესთვის ზიანის მიყენება ან საპროტესტო მუხტის გაღვივება”, - განუცხადა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის: ბოლო სამი დღის განმავლობაში „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეებს ჯერ მასობრივად ურეკავდნენ უცხო ქვეყნების და საქართველოს ნომრებით, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ემუქრებოდნენ, ხოლო შემდეგ დაფიქსირდა თავდასხმების ფაქტები. 8 მაისის ღამეს უცნობი პირები თავს დაესხნენ საკუთარ სახლთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრს დიმიტრი ჩიქოვანს. გარდა ამისა, სადარბაზოსთან ფიზიკურად გაუსწორდნენ "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარ გია ჯაფარიძეს. თავს დაესხნენ ბაიკერ ლაშა ღვინიანიძესაც, რომელიც „აგენტების კანონის" წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილეა. ორი დაზარალებული ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S